პროექტი

სასწავლო   პროექტი     მათემატიკაში


პროექტის  სათაური
მათემატიკა  ყოფა- ცხოვრებაში    „ მოსახლეობის  აღწერა“

პროექტის  მთავარი  იდეა
მარტივი მათემატიკური გამოთვლების  ცხოვრებისეულ პრაქტიკაში გამოყენება.  მოსწავლეთათვის  გამოთვლების მნიშვნელობის გააზრება.
  ტექნიკის ათვისება და საინფორმაციო ტექნოლოგიების გამოყენება.

პროექტის აქტუალობა
აქტუალურია იმდენად, რამდენადაც აუცილებელია მოსწავლეებმა გაითავისონ, რომ მათემატიკა  არა ცალკე განყენებული ციფრების უაზრო კორიანტელია, არამედ იგი მჭიდროდ  არის დაკავშირებული ყოველდღიურ ცხოვრებასთან.
     მნიშვნელოვანია მონაცემთა  ცხრილების და დიაგრამების  აგებისათვის  კომპიუტერის გამოყენება


პროექტის მიზნები
განუვითარდებათ დამოუკიდებელი მუშაობისა  და  კვლევა-ძიების უნარი.
დაეუფლებიან მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას, ინფორმაციის დახარისხებას  და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების სახით. სადაც გამოყენაბული იქნება საინფორმაციო ტექნოლოგიები.
   გამოუმუშავდებათ ინფორმაციის დამოუკიდებლად მოპოვებისა და  ურთიერთთანამშრომლობის  უნარი.
  
მოსწავლეტა ასაკი
14-16  წელი         /15 მოსწავლე/        IX-X კლასი.

ვადები/ხანგრძლივობა
     15  დღე

მოსალოდნელი შედეგები
შეუძლია  სასწავლო პროექტის წარმოდგენა
 ფონურ  ცოდნაზე დაყრდნობით   შეუძლიათ შეგროვილი მონაცემების წარმოდგენა  ცხრილებისა და დიაგრამების სახით.  და ამ მონაცემების  რიცხვითი მახასიათებლების მოძებნა კომპიუტერის გამოყენებით.
   შეუძლიათ  პრობლემისა და მისი მიზეზების ღრმად  გააზრება

პროექტისათვის საჭირო რესურსები
სახელმძღვანელო,  რვეული,მარკერები, სახაზავი,  კომპიუტერი, პროექტორი.

პროექტის  მსვლელობა
აქტივობა  1 .    ჯგუფებად დაყოფა.
შეიქმნება პროექტის განხორციელების  გეგმა.
მოსწავლეები იყოფიან   3  ჯგუფად.  სოფელში 3 უბანია, ამიტომ თითოეული ჯგუფი განაწილდება უბნების მიხედვით  და აწარმოებენ კარდაკარ ჩამოვლით გამოკითხვას.
  გამოკითხვისას დაადგენენ რამდენია ქალი, რამდენი მამაკაცი, რამდენია 18  წლამდე, რამდენი 18- დან 40 წლამდე და რამდენია 40 წლის ზემოთ.
აქტივობა  2.   პროექტზე მუშაობის მიმდინარეობის პერიოდში ყოველდღიურად ჯგუფის ლიდერის ინფორმაციის მოსმენა  და  შეგროვილი ინფორმაციის  დაფიქსირება  კომპიუტერში

  ქტივობა  3.    მონაცემების შეგროვების  დასრულების შემდეგ მოსწავლეები  აწარმოებს კომპიეტერში საბოლოო აღრიცხვას,ცხრილებისა დადიაგრამების აგებას.

   აქტვობა 4.   დავალება  ჯგუფებისათვის
 დიაგრამების მიხედვით გამოთვალონ :  რომელი ასაკის ადამიანებია  ყველაზე მეტი და რამდენით.
   რამდენი პროცენტია ქალი და რამდენი მამაკაცი მთელი მოსახლეობის.
    რას უდრის მონაცემთა მოდა, მედიანა, დიაპაზონი, საშუალო კვადრატული გადახრა.
 
    აქტივობა 5.  პრეზენტაცია
სამივე ჯგუფის წარმომადგენელი   საბოლოო დამუშვებულ ვარიანტს  წარმოადგენს  IX-X   კლასის წინაშე  და გაუზიარებენ ერთმანეთს  შთაბეჭდილებებს
 
    აქტივობა 6.
   პროექტზე მუშაობის სარგებლიანობის გაცნობიერება,
  პროექტზე მუშაობის შედეგად  შექმნილი მასალების   შენახვა.

   
 აქტივობა 7.   შეფასება
ა) საერთო მიზნების მისაღწევად საჭირო კომპრომისისათვის მზადყოფნისა და  მოქნილობის დემონსტრირება.
 ბ) კგუფებში ეფექტიანი მუშაობის უნარი.
ბ)ურთიერთთამამშრომლობის  და სხვისი აზრის პატივისცემის უნარი.
 დ)ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების წიგნიერება და  გამოყენების უნარი.
აქტივობა 8.  შეჯამება
აქტივობა 9.   მასწავლებელი შეაჯამებს  პროექტის შესრულებას და შეავსებს ანგარიშს პროექტზე კლასის მუშაობის შესახებ.
აქტივობა 10.  მომდევნო პროექტის დაგეგმვა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან /ესგ-თან კავშირი:

გეოგრაფია,  ისტ
პროექტის  ხელმძღვანელი /მასწავლებელი/

ლუარა სურმავა
ხელმძღვანელის  ელ- ფოსტა

Luarasurmava24@gmail.com
პროექტის  ვებ-გვერდი/ბლოგი/

Luarasurmava.blogspot.com

Комментариев нет:

Отправить комментарий